აზერბაიჯანში სამი მიწისძვრა მოხდა
აზერბაიჯანში სამი მიწისძვრა მოხდა
11:44 07.05.2012
აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანში ერთი საათის ინტერვალით 3 მიწისძვრა დაფიქსირადა. პირველი 9:40 საათზე 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრით, მეორე - 10:40 საათზე - 4,5 მაგნიტუდა, ხოლო მესამე - 10:45 საათზე - 4,2 მაგნიტუდა.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა, ცნობილია, რომ საცხოვრებელი სახლები ჩამოინგრა ზაქათალას რაიონში.


ბეჭდვა