სერბეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა
სერბეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა
11:33 07.05.2012
სერბეთში ადგილობრივი თვითმმართველობის, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 20 მაისს გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი ბორის ტადიჩი და „პროგრესული პარტიის“ ლიდერი ტომისლავ ნიკოლიჩი მიიღებენ.
არჩევნების პირველ ტურში ელექტორატის ხმების 26,7% ბორის ტადიჩმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა - 25,5%.
სერბეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.
საარჩევნო უბნები გუშინ ადგილობრივი დროით 6:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. ამომრჩეველთა აქტივობამ 58,7% შეადგინა. სერბეთი პრეზიდენტს 5 წლით ირჩევს.

ბეჭდვა