სომხეთის მეხუთე მოწვევის პარლამენტში 5 პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი.
სომხეთის პარლამენტში - ეროვნულ ასამბლეაში 131 მანდატის მოსაპოვებლად 8 პარტია იბრძოდა.
სომხეთის ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „რესპუბლიკური“ პარტია ხმათა 44,51%-ით ლიდერობს, მეორე ადგილს იკავებს „აყვავებული სომხეთი“ - 30,34%-ით, მესამე ადგილზე პარტია „დაშნაკცუტიუნია“ - 5,63%-ით, მეოთხე ადგილზე - „მემკვიდრეობა“ – 5,6% და მეხუთეზე - „ორინაც ერკირი“ - 5,43%.
„კომუნისტურმა“, „დემოკრატიულმა“ და გაერთიანებული სომხეთის“ პარტიებმა 1-1% მიიღეს.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.
სომხეთის ეროვნულ ასამბლეში 41 მაჟორიტარი დეპუტატის და 90 - პროპორციული სიით არჩეული პარლამენტარის ადგილია.
