საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა
09:57 07.05.2012
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სოციალისტი კანდიდატი ფრანსუა ოლანდი წარმატებას უკვე ზეიმობს.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 51,13% მიიღო.

დასავლური მედიის ინფორმაციით, მოქმედი პერზიდენტი ნიკოლა სარკოზი ოლანდს მცირედი სხვაობით ჩამორჩა და მან ამომრჩევლების ხმათა 48,87% მოიპოვა.

საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი უკვე მომავალ კვირაში შეხვდება გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 22 აპრილს გაიმართა, რომელშიც სოციალისტმა კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა ხმათა 28,6%-ით გაიმარჯვა.

ბეჭდვა