სირიაში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება
სირიაში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება
09:37 07.05.2012
სირიაში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
როგორც სააგენტო Associated Press იუწყება არჩევნებში გამარჯვებისთვის 11 ახალი პოლიტიკური პარტია „ეროვნული  პროგრესული ფრონტის“ 10 პარტიასთან ერთად, პარლამენტის 250 ადგილისთვის იბრძოლებს.
სირიის საარჩევნო უწყების წარმომადგენელთა ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობას 15 მლნ-მდე მოქალაქე მიიღებს.
სააგენტოს ინფორმაციით, სირიის ოპოზიციას განზრახული აქვს დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს.
ოპოზიციონერმა ლიდერებმა დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალაუფლების განმტკიცების ცინიკურ მცდელობად შეაფასეს და ამომრჩევლებს მოუწოდეს ამაში მონაწილეობა არ მიიღონ.

ბეჭდვა