ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
08:40 07.05.2012
რუსეთის ახალი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში დღეს გაიმართება.
ინაუგურაციას 6 ტელეარხი პირდაპირ ეთერში გააშუქებს.  ცერემონია „1 არხის“, „რუსეთი 1-ის“, „ტვ-ცენტრის", „ენტევეს“, „მე-5 არხის“ და „რასია 24-ის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თანახმად, გამარჯვებულად ხმათა 63,60%-ით პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გამოცხადდა.

არჩევნებით უკმაყოფილო გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქცია -„მილიონიანი მარში“ მოსკოვში გუშინ გაიმართა.

სანქცირებული საპროტესტო აქცია, პოლიციასთან შეტაკებით და მასიური დაკავებებით დასრულდა.

ბეჭდვა