მოსკოვში “მილიონიანი მარში” მასიურ არეულობაში გადაიზარდა
მოსკოვში “მილიონიანი მარში” მასიურ არეულობაში გადაიზარდა
19:13 06.05.2012
მოსკოვში მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი სერგეი უდალცოვი და ალექსეი ნავალინი და ბორის ნემცოვი დღეს გამართული „მილიონიანი მარშის“ მსვლელობისას დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა სერიოზულ არეულობაში გადაიზარდა. დაკავებულია და დაშავებულია აქციის ათობით მონაწილე.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციელებმა რამოდენიმე ოპოზიციონერი ხელკეტებითაც სცემეს.

რუსეთში ოპოზიციური ძალების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია - „მილიონიანი მარში“ დასრულებულია.

ხვალ კი, რუსეთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება.

ბეჭდვა