საფრანგეთის პრეზიდენტობის სოციალისტი კანდიდატი 52,5%-ით იმარჯვებს
საფრანგეთის პრეზიდენტობის სოციალისტი კანდიდატი 52,5%-ით იმარჯვებს
17:58 06.05.2012
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემებით, სოციალისტი კანდიდატი ფრანსუა ოლანდი ხმათა 52,5%-ით იმარჯვებს.

მას მოქმედი პერზიდენტი ნიკოლა სარკოზი მცირედი სხვაობით ჩამორჩევა და ხმათა 47,5%-ს იღებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ოლანდი ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში დღეს დაუპირისპირდნენ.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 22 აპრილს გაიმართა,რომელშიც სოციალისტმა კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა 28,6%-ით გაიმარჯვა. მას მოქმედი პერზიდენტი ნიკოლა სარკოზი მცირედი სხვაობით 1,5%-ით ჩამორჩა, რომელმაც ხმათა 27,1% დააგროვა.

ბეჭდვა