მოსკოვში მოძრაობა „სოლიდარობის“ რამდენიმე წევრი დღეს გამართულ „მილიონიანი მარშის“ მსვლელობისას დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, მოძრაობა „სოლიდარობის“ წევრებთნ ერთად, დაკავებულებს შორის აქციის რამდენიმე მონაწილეცაა.
რუსეთში ოპოზიციური ძალების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია - „მილიონიანი მარში“ ამ წუთებში მიმდინარეობს.
ამასთან დაკავშირებით, მოსკოვში უსაფრთხოების ზომებს ათასობით სამართალდამცავი უზრუნველყოფს.
„მილიონიანი მარში“ მოსკოვში ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ კი, რუსეთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება.
