რუსეთში ოპოზიციური ძალების მიერ დაგეგმილი „მილიონიანი მარში“ ამ წუთებში მიმდინარეობს.
ამასთან დაკავშირებით, მოსკოვში უსაფრთხოების ზომებს ათასობით სამართალდამცავი უზრუნველყოფს.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით „მილიონიანი მარში“ კალუჟის მოედნიდან ბოლოტნოეს მოედნამდე იგეგმება.
საპროტესტო აქცია ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები „მილიონიანი მარშის“ შემდგომ დღეს არასანქცირებული აქციის მოწყობასაც გეგმავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქცია ვადამდელი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით ხვალაც გაიმართება.
„მილიონიანი მარში“ მოსკოვში ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ კი, რუსეთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება.
