სომხეთში 14:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 35,54% მიაღწია
სომხეთში 14:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 35,54% მიაღწია
16:20 06.05.2012
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში 14:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 35,54% მიაღწია.

ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის სილვა მარკოსიანის განცხადებით, უბნებზე არჩევანი 896 568 მოქალაქემ უკვე დააფიქსირა (35,54%).

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ხმის მიცემის პროცესში გამოვლენილია დარღვევები, თუმცა, არა საგანგაშო.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემა ქვეყნის მასშტაბით 1982 საარჩევნო უბანშია შესაძლებელი. მეხუთე მოწვევის პარლამენტში 131 ადგილისთვის 8 პოლიტიკური პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი იბრძვის.

ბეჭდვა