სერბეთში არჩევნები მიმდინარეობს
სერბეთში არჩევნები მიმდინარეობს
16:06 06.05.2012
სერბეთში ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად 12 კანდიდატი იყრის კენჭს.

ექსპერტების შეფასებით, არჩევნებზე მოქმედი მთავრობის „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლის ბორის ტადიჩის მთავარი კონკურენტი სერბეთის „პროგრესული პარტიის“ წევრი ტომისლავ ნიკოლიჩია.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 6:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

სერბეთი პრეზიდენტს 5 წლით ირჩევს.

ბეჭდვა