საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციციის მომხრეებს შორის შეტაკებები გრძელდება.
დასავლური მედიის ინფორმაციით, შეტაკებები სირიის ერთ-ერთ ქალაქ დეირში მოხდა, შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი - მძიმედ დაშავდა.
სირიაში ხვალ საპარლამეტო არჩევნები გაიმართება. ექსპერტების შეფასებით, პირველად ათწლეურის მანძილზე მმართველ პარტია „ბაას“ გამარჯვების ნაკლები შესაძლებლობა აქვს.
ამასთან, სირიის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხვალინდელ არჩევნებს უკვე არალეგიტიმურად აფასებენ და მომხეებს ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.
