მილიონიან მარშთან დაკავშირებით რუსეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია
მილიონიან მარშთან დაკავშირებით რუსეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია
14:30 06.05.2012
რუსეთში ოპოზიციური ძალების მიერ დაგეგმილი „მილიონიანი მარშის“ დაწყებამდე, მოსკოვში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით
გაძლიერებულია.

საპროტესტო აქცია დღეს ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს და ხვალ არასანქცირებული აქციის მოწყობას გეგმავენ.

„მილიონიანი მარში“ კალუჟის მოედნიდან ბოლოტნოეს მოედნამდე მოეწყობა.

ხვალ კი, რუსეთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება.

ბეჭდვა