დაღესტნის დედაქალაქში დღეს აკუშინის პროსპექტზე ავტომობილი აფეთქდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.
წინასწარი შეფასებებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილს ქვემოთ ჰქონდა მიმაგრებული. შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.
რამდენიმე დღის წინ მახაჩყალაში ორმაგი ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
