სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
11:12 06.05.2012
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მეხუთე მოწვევის პარლამენტში 131 ადგილისთვის 8 პოლიტიკური პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი იბრძვის.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. ეროვნულ ასამბლეაში 41 მაჟორიტარი დეპუტატი და 90 პროპორციული სიებით არჩეული პარლამენტარი შევა.
არჩევნებთან დაკავშირებით, სომხეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სპეციალური საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდა, რომელიც არჩევნების მიმდინარეობის შედეგებს ყოველ 3 საათში ერთხელ გამოაქვეყნებს.
სომხეთის არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები ადევნებენ თვალს. ეგზიტპოლის შედეგები ხმის მიცემის შემდეგ გახდება ცნობილი.

ბეჭდვა