საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
10:25 06.05.2012
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი ფრანსუა ოლანდი იბრძვიან.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების წინასწარი შედეგები და ეგზიტპოლები მხოლოდ ყველა საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ, 20:00 საათიდან გამოქვეყნდება.
საფრანგეთის პრეზიდენტობის არჩევნების პირველ ტურში 10 კანდიდატი იბრძოდა გამარჯვებისთვის. მასში ხმების უმრავლესობა ოლანდმა (28.6%) და სარკოზიმ (26.2%) მიიღეს.
საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა ევროპის კრიზისისა და უმუშევრობის დაძლევა იყო.

ბეჭდვა