მახაჩყალაში განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვინაობა უკვე ცნობილია
მახაჩყალაში განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვინაობა უკვე ცნობილია
14:43 05.05.2012
მახაჩყალაში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორების შესახებ დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეულ ინფორმაციას უკვე ფლობს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მაჰომედ მაჰომედოვის
განცხადებით, ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი 23 წლის რიზვან ალიევია, მეორე ტერორისტის ვინაობის დასადგენად კი სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.
მახაჩყალაში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბეჭდვა