ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 2 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა
ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 2 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა
13:25 05.05.2012
ავღანეთში, ჰელმანის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზას ბოევიკები დაესხნენ.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამხედრო ბაზაზე თავდასხმა გუშინ გვიან ღამით განხორციელდა.
ორმხრივი შეტაკების შედეგად, 2 სამხედრო მოსამსახურე ადგილზევე დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა.
უცხოური მედია საშუალებების ინფორმაციით, დაჭრილია ერთი თავდამსხმელიც. დანარჩენებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
ავღანეთში 2001 წლის შემდეგ ბრიტანეთის არმიის 412 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.

ბეჭდვა