რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების მიერ დაგეგმილი „მილიონიანი მარში“ მოსკოვში ხვალ გაიმართება.
გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური სანქცირებული აქცია 1 მაისს იგეგმებოდა, თუმცა აქციის გადადება თავად ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს.
საპროტესტო აქცია ხვალ ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
„მილიონიანი მარში“ ტრიუმფალური მოედნიდან მანეჟის მოედნამდე მოეწყობა.
ზეგ კი რუსეთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება.
