საფრანგეთში, ხვალინდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სიჩუმის დღე გამოცხადდა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით,
ქვეყანაში წინასაარჩევო სამზადისი გუშინ დასრულდა, რასთან დაკავშირებითაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს - ნიკოლა სარკოზის და ფრანსუა ოლანდს, გუშინ ამომრჩევლებისთვის საკუთარი შეხედულებების კიდევ ერთხელ გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 22 აპრილს გაიმართა, რომელშიც სოციალისტმა კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა 28,6%-ით გაიმარჯვა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ ჩატარდება.
