ამერიკის შეერთებულ შტატებში დედას 5 წლის ქალიშვილის სოლარიუმში წაყვანისა და გარუჯვისთვის ასამართლებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პატრისია კრენტჩილი საკუთარ შვილს აიძულებდა სოლარიუმში წაჰყოლოდა. შეერთებულ შტატებში 18 წლამდე ასაკის პირებისთვის სოლარიუმში გარუჯვა კანონით აკრძალულია.
პოლიციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მიმართა.
დაკავებული დედა აცხადებს, რომ მას ბავშვი სოლარიუმში არ ჰყოლია და დამწვრობა მზისგან სეირნობისას მიიღო.
