მახაჩყალაში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორების შესახებ დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეულ ინფორმაციას
უკვე ფლობს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მაჰომედ მაჰომედოვმა გააკეთა.
„სამინისტრო ამ საქმესთან დაკავშირებით ინტენსიურ გამოძიებას ახორციელებს და უკვე ფლობს გარკვეულ ინფორმაციას ორგანიზატორების შესახებ“-განაცხადა მოჰამედოვმა.
კონკრეტულად რა ინფორმაცია მიიღეს სამართალდამცავებმა ჯერჯერობით არ ხმაურდება.
მახაჩყალაში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
