ჩინეთში მაღაროს დატბორვას 9 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში მაღაროს დატბორვას 9 ადამიანი ემსხვერპლა
12:10 04.05.2012
ჩინეთში მდებარე ერთ-ერთ მაღაროში მოულოდნელად წყალი შევიდა, რამაც მაღაროს ნგრევა და დატბორვა გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას ცხრა მაღაროელი ემსხვერპლა. ხუთი მათგანის პოვნას კი - მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.

15-მა თანამშრომელმა მაღაროდან გამოღწევა თავად მოახერხა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევის დროს ადგილზე სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა.

ბეჭდვა