უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ განცხადება მისმა ქალიშვილმა ევგენია ტიმოშენკომ გააკეთა.
ევგენიას ტიმოშენკოს განცხადებით, მან დედას ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესების თავიდან ასაცილებლად, შიმშილობის შეწყვეტა სთოვა.
„დედაჩემის არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, სწორედ ამიტომ მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოვუწოდებ“- განაცხადა მან.
ამასთან, ექს-პრემიერის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გადაადგილება თითქმის აღარ შეუძლია.
„იულიას მდგომარეობა ძალიან გართულდა, მას მოძრაობა თითქმის აღარ შეუძლია, ძალიან სუსტადაა, მაგრამ დანებებას და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“- განაცხადა ტიმოშენკოს ადვოკატმა.
ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრემიერის მოსკოვში მკურნალობაზე ნებართვა სთხოვა.
პატიმრობაში მყოფი ტიმოშენკო 10 დღეზე მეტია შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო მიმართა.
