ნიგერიაში თავდამსხმელებმა 36 ადამიანი მოკლეს
ნიგერიაში თავდამსხმელებმა 36 ადამიანი მოკლეს
18:44 03.05.2012
ნიგერიის ერთ-ერთ ბაზარს დღეს უცნობი შეარაღებული პირები დაეხსნენ და ცეცხლი გახსნეს.

სროლის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი მძიმედ დაშავდა.

ამის შემდეგ კი, ბოროტმოქმედებმა ბაზარს ცეცხლი წაუკიდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციის თანამშრომლები.

ბეჭდვა