ქაიროში თავდაცვის სამინისტროსთან მომხდარი შეტაკების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ საინფორმაციო
საშუალებებზე დაყრდნობით რუსული მედია ავცელებს.
სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტებსა და უცნობ პირთა ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა რის შედეგადაც, 20 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი, დაშავდა.
საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ფართო მასშტაბები მიიღო.
როგორც ცნობილია, 23 მაისს, ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.
