ჯონ მაკკეინს ბელორუსსა და უკრაინაზე ზეწოლის გაზრდა სურს
ჯონ მაკკეინს ბელორუსსა და უკრაინაზე ზეწოლის გაზრდა სურს
13:54 03.05.2012
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი უკრაინისა და ბელორუსის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდის ინიციატივით გამოდის.
სენატორის განცხადებით, ამერიკა შეშფოთებულია უკრაინასა და ბელორუსში ოპოზიციურად განწყობილი ძალების წარმომადგენელთა მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებით. კერძოდ, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობით და მინსკის საპატიმროებში პოლიტპატიმრების ხანგრძლივად ყოფნით.
„შეშფოთებულები ვართ უკრაინის ექს-პრემიერის ჩლურჯებული სხეულის ფოტოების ხილვით. ქვეყნის ხელისუფლება დაინტერესებულია ევროპასთნ დაახლოებით, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილ ძალებს ღიად ებრძვის. ეს კი, მას დასავლეთთან უფრო აშორებს“ - განაცხადა მაკკეინმა
მისივე განცხადებით, დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლების მოთხოვნით, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

ევროკავშირმა ლუკაშენკოს დაკავებული პატიმრების გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდა, თუმცა, უშედეგოდ. მოთხოვნების იგნორირების საპასუხოდ, ევროკავშირმა ლუკაშენკოს მიმართ მთელი რიგი სანქციები დააწესა.
როგორც ცნობილია, ბელორუსი ოპოზიციონერები გასულ წელს არასანქცირებული აქციის გამართვის ბრალდებით დააკავეს.

ბეჭდვა