ედვარდ მუნკის „ყვირილი“ აუქციოზე 119,9 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა
ედვარდ მუნკის „ყვირილი“ აუქციოზე 119,9 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა
11:51 03.05.2012
ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის ნახატი - „ყვირილი“ „სოთბის“ აუქციონზე რეკორდულ თანხად - 119,9 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

„ყვირილის“ ოთხი ვარიანტიდან ერთ-ერთი აუქციონზე ნორვეგიელმა პიტერ ოლსენმა გამოიტანა, რომელიც მუნკის მეგობრის შვილია.

ტილოს საწყისი თანხა 80 მილიონი აშშ დოლარი იყო, თუმცა, აუქციონის დაწყებიდან 12 წუთში იგი მფლობელმა 119,9 მლნ აშშ დოლარად შეიძინა. მისი ვინაობა უცნობია.

„ყვირილი“ ედვარდ მუნკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. მხატვარმა 1893-1910 წლებში მისი რამდენიმე ვარიანტი შექმნა.

„ყვირილმა“ პაბლო პიკასოს „გაშიშვლებული, მწვანე ფოთლები და ბიუსტის“ რეკორდი მოხსნა, რომელიც 2010 წელს 106,5 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.



ბეჭდვა