სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ვლადიმერ პუტინი ლიდერობს
სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ვლადიმერ პუტინი ლიდერობს
14:05 17.02.2012
"ლევადა ცენტრის" კვლევის მიხედვით, რუსეთს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამოკვეთილი ლიდერი უკვე ჰყავს.  კვლევის შედეგები "ნიუსპრესს" "ლევადა ცენტრიდან" გამოუგზავნეს.
ცენტრის წარმომადგენლებმა კვლევები რუსეთის 45 რეგიონში ჩაატარეს. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა. პირველ ადგილზე "ედინნაია რასიას" ლიდერი და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინია. მას მოსახლეობის 63% უჭერს მხარს. მეორე ადგილს, 28%-ით, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი გენადი ზიუგანოვი იკავებს. მას "სპრავედლივაია რასიას" მიერ წარდგენილი სერგეი მირონოვი მოსდევს, 10% -ით, რომელსაც მცირე სხვაობით ჩამორჩება მილიარდერი რუსი ოლიგარქი მიხეილ პროხოროვი 9,5% -ით, ხოლო "ელ-დე-პე-ერ"-ის უცვლელი ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოკითხვებში ბოლო ადგილზეა, 8,3% - ით.
სოციოლოგ დენის ვოლკოვის განმარტებით, არჩევნებამდე ჩატარებული წინასწარი გამოკითხვები ზუსტი არ შეიძლება იყოს და 2-3 პროცენტიანი ცდომილება შესაძლოა არსებობდეს.
"ლევადა ცენტრი" და სხვა რუსული სოციოლოგიური ჯგუფები მოსახლეობის წინასწარ გამოკითხვებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 3 მარტამდე გააგრძელებენ.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართება.

ბეჭდვა