არგენტინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან აფეთქება მოხდა
არგენტინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან აფეთქება მოხდა
15:52 02.05.2012
ბუენოს-აირესში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან დღეს აფეთქება მოხდა.
არგენტინის დედაქალაქის პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთებელი მოწყობილობა შენობის შესასვლელ კართან ორმა უცნობმა მამაკაცმა ზურგჩანთით დატოვა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

ბეჭდვა