უკრაინელი სამართალდამცავები დნეპროპეტროვსკში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერაქტების სერიის ერთ-ერთ ვერსიად, ორ ბიზნესდაჯგუფებას შორის უთანხმოებას განიხილავენ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს უკრაინის მოსახლეობას - ისინი ტერაქტებს უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადეობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ტერაქტები თავად უკრაინის ხელისუფლების მიერ, ტიმოშენკოსთან დაკავშირებით ხმაურის ჩასახშობადაა ორგანიზებული.
ტერაქტების სერია უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში 27 აპრილს განხორციელდა. შედეგად 30 ადგილობრივი დაშავდა, მათ შორის იყო 9 მოზარდი.
