მექსიკაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
მექსიკაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
13:10 02.05.2012
მექსიკაში დღეს მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მექსიკის ქალაქ აკაპულკოში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე 29 მარტს დაფიქსირდა. მაშინ მიწისძვის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა,15-მდე კი - დაშავდა.

ბეჭდვა