აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა ავღანეთში იმყოფებოდა
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა ავღანეთში იმყოფებოდა
09:46 02.05.2012
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა ავღანეთში იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა მოულოდნელი ვიზიტისას ქაბულში დღეს ხალხს სიტყვით მიმართა.

ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ამერიკა ავღანეთიდან საკუთარი შეიარაღებული ძალების ნაწილს ზაფხულის ბოლომდე ეტაპობრივად გაიყვანს.

„გასულ წელს ავღანეთიდან 10 ათასი ჯარისკაცი გავიყვანეთ. 23 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთს ზაფხულის ბოლომდე დატოვებს. შემდეგ კი, გეგმის თანახმად, დარჩენილი კონტინგენტი ავღანეთიდან 2014 წლის ბოლომდე გავა“ - განაცხადა ობამამ სიტყვით გამოსვლისას.

დღეისთვის ავღანეთში 88 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს.

ბარაქ ობამას ვიზიტის დროს ავღანეთში ორი ტერორისტული აქტი მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამერიკის პრეზიდენტმა ქაბული უკვე დატოვა.

ბეჭდვა