ესპანეთმა „უეფას“ ხელმძღვანელობას „ევრო 2012“-ის ესპანეთში ჩატარების ინიციატივით მიმართა. ამის შესახებ განცხადება ესპანეთის
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანხელ მარია ვილიარმა გააკეთა.
აღნიშნული საკითხის წინა პლანზე წამოწევა უკრაინაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტები და ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს ირგვლივ შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა.
უკრაინაში „ევრო 2012“-ს არ დაესწრებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გერმანიის ეკოლოგიის მინისტრი ნორბერტ რეტგენი და ევროკომისარი იუსტიციის საკითხებში ვივიან რედინგი.
მათი განცხადებით, ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს მდგომარეობით შეშფოთებულები არიან.
„ევრო 2012“-ს, ასევე, არ დაესწრება ევროკომისის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო.
„უეფას“ პრეზიდენტმა მარტინ კალენმა ევროპის ჩემპიონატის უკრაინიდან შესაძლო გადატანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
