ნიუ-იორკში ერთ-ერთი ბანკის ფილიალებიდან თანამშრომელთა ევაკუაცია მოხდა
ნიუ-იორკში ერთ-ერთი ბანკის ფილიალებიდან თანამშრომელთა ევაკუაცია მოხდა
15:10 01.05.2012
ნიუ-იორკის ცენტრში, ერთ-ერთი ბანკის 5 ფილიალიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი ანონიმური წერილებია, რომელიც  მანჰეტენზე მდებარე რამდენიმე ფილიალმა ერთდროულად მიიღო.

კონვერტში მოთავსებული იყო უცნაური თეთრი ფხვნილი, რომელსაც ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.

ნიუ-იორკის პოლიციამ, უსაფრთხოების მიზნით, მანჰეტენი რამდენიმე საათით გადაკეტა.
აღნიშნულის გამო, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.

ბეჭდვა