უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქალაქ ჩერნოგოვში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
ადგილობირივი მედიის ინფორმაციით, ასაფეთებელი
მოწყობილობა ხალხმრავალ ადგილას, სკვერში იყო დამონტაჟებული. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის ქალაქს დნეპროპეტროვსკში აფეთქებების სერია მოხდა. შედეგად 30 ადგილობრივი დაშავდა, მათ შორის 9 მოზარდი. პროკურატურამ მომხდარს ტერორისტული აქტის შეფასება მისცა.
