ეროპულმა საფეხბურთო ფედერაციამ შესაძლოა, „ევრო 2012“ უკრაინაში აღარ ჩაატაროს. ამის შესახებ განცხადება „უეფას“ წარმომადგენელმა მარტინ კალენმა გააკეთა.
მისი თქმით, პოლონეთსა და უკრაინაში გასამართ კონტინენტის პირველობას საფრთხეს უკრაინაში არსებული არასტაბილური ვითარება უქმნის.
„ცოტა ხნის წინ დნეპროპეტროვსკში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ძაბავს ყოფილ მაღალჩინოსანთან იულია ტიმოშენკოსთან დაკავშირებული მოვლენებიც. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ყოველდღიურად ვადევნებთ. თუ სიტუაცია სახიფათო იქნა, ჩემპიონატი უკრაინაში აღარ ჩატარდება” - განაცხადა მარტინ კალენმა.
გერმანიის ეკოლოგიის მინისტრმა ნორბერტ რეტგენმა, გერმანელ პოლიტიკოსებს უკრაინაში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის - „ევრო 2012“-ის ბოიკოტისკენ მოუწოდა.
„ევრო 2012“-ს უკრაინაში არ დაესწრება გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკომისარი იუსტიციის საკითხებში ვივიან რედინგი. მათი განცხადებით, ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს მდგომარეობით შეშფოთებულები არიან.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეხბურთის მოყვარულებს მოუწოდებს უარი არ თქვან უკრაინაში „ევრო 2012“-ზე დასწრებაზე.
