ნიგერიაში უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 21ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 21ადამიანი დაიღუპა
10:46 01.05.2012
ნიგერიის ქალაქ კანოს უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21-ს მიაღწია.
დასავლური მედიის ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის აუდიტორიაში ქრისტიანული ღვთისმსახურება მიმდინარეობდა.

აღნიშნულ ინციდენტამდე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება ადრეც მოხდა.

პასუხისმგებლობა მომხდარზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ბეჭდვა