ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, რეგიონში სტაბილურობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ჩრდილოეთ კორეას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ობამას განცხადებით, თუ ფხენიანი ამჯერადაც არ გაითვალისწინებს მსოფლიო ლიდერების თხოვნას ის ეცდება ჩრდილოეთ კორეის იზოლირების აუცილებლობაში მსოფლიო საზოგადოების დარწმუნებას.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ფხენიანი ბირთვული გამოცდის ჩატარებას უახლოეს მომავალში ისევ გეგმავს.
როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მიუხედავად, შორსმოქმედი თანამგზავრული რაკეტა 13 აპრილს გამთენიისას გამოსცადა. თუმცა, ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა - რაკეტა აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა. ფხენიანმა რაკეტის გაშვება ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის პირველი მეთაურის კიმ ირ სენის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.
