უკრაინის საგარეო საქეთა სამინისტრო ფეხბურთის მოყვარულებს მოუწოდებს უარი არ თქვან უკრაინაში „ევრო 2012“-ზე დასწრებაზე. ამის შესახებ განცხადება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსმა ოლეგ დოლშინმა გააკეთა.
მისივე განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან ჩემპიონატზე არ დასწრების შესახებ ცნობა წინასწარ მიიღო.
„რამდენიმე დღის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განვიხილეთ ეს სიტუაცია, რათა კონფლიქტები თავიდან აგვეცილებინა. ჩვენ შევადგინეთ პრეზიდენტების ნუსხა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო მატჩს ვერ დაესწრებიან“ - განაცხადა დოლშინმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის არიან გერმანია, ჩეხეთი, სლოვენია, ავსტრია და იტალია.
„ევრო 2012“-ს უკრაინაში არ დაესწრება გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკომისარი იუსტიციის საკითხებში ვივიან რედინგი. მათი განცხადებით, ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს მდგომარეობით შეშფოთებულები არიან.
