ამერიკის შეერთებულ შტატში უბედური შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ნიუ-იორკში დღეს მოხდა.
ადგილობრივ სამართალდამცავთა ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზით ესტაკადიდან მიკროავტობუსი ზოოპარკში გადავარდა. ინციდენტს 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
