უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ფოტორობოტის მეშვეობით დნეპოპეტროვსკის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილთა პორტრეტები შექმნეს. ფოტოები დნეპროპეტოვსკის ოლქში უკვე გაავრცელდა.
დნეპროპეტროვსკის პოლიცია 27 აპრილს მოწყობილი ტერაქტების ორგანიზებისთვის სამ ეჭვმიტანილის ეძებს. მათი სავარაუდო ასაკი 30, 40 და 45 წელია. უშიშროების სამსახურში სპეციალური ცხელი ხაზიც ამოქმედდა. ნომერზე მოქალაქეებმა იმ შემთხვევაში უნდა დარეკონ, თუ ისისნი ფოტორობოტის მიხედვით შედგენილი ტიპაჟების მსგავს პიროვნებებს შენიშნავენ.
დნეპროპეტროვსკში აფეთქებების სერია 27 აპრილს შუადღეს მოხდა. ტერქტების შედეგად 30 ადგილობრივი დაშავდა, მათ შორის 11 მოზარდია. უკრაინელი სამართალდამცავები მომხდარზე გამოძიებას აწარმოებენ. ისინი 6 ვერსიაზე მუშაობენ.
