უნივერსიტეტის შენობაზე თავდასხმისას 15 ნიგერიელი დაიღუპა
უნივერსიტეტის შენობაზე თავდასხმისას 15 ნიგერიელი დაიღუპა
17:14 29.04.2012
ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კანოში უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 15 მოქალაქე დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დღეს სტუდენტები უნივერსიტეტის ერთ-ერთ დაბაზში ქრისტიანული სკოლის საკვირაო გაკვეთილებს ესწრებოდნენ, როდესაც მათ თავს შეიარაღებული პირი დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღით სროლა დაიწყო. შენობაში აფეთქებაც მოხდა.

ადგილობრივი სამართალდამცავები ტერაქტის ორგანიზატორებს ეძებენ.


ბეჭდვა