საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული პრეზიდენტობის სოციალისტი კანდიდატი ფრანსუა ოლანდი, სამართალდამცავებს არჩევნებში მისი კონკურენტის, პრეზიდენტ
ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ საქმის აღძვრისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.
ოლანდი ამის მიზეზად დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებს, რომლის თანახმადაც სარკოზიმ 50 მილიონი ევრო 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ლიბიის ყოფილი პრეზიდენტისგან მუამარ კადაფისგან ფარულად მიიღო. მედიაში ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გავრცელდა.
სარკოზიმ აღნიშნულ ინფორმაციას „დაუსაბუთებელი და გროტესკული“ უწოდა. თუმცა, ოლანდი აცხადებს, რომ ბრალდების სამართლიანობა სასამართლომ უნდა დაადგინოს.
