უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში მომხდარი ტერაქტების შედეგად 18 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოშია. 9 მათგანი მოზარდია. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
დნეპროპეტროვსკში აფეთქებების სერია 27 აპრილს შუადღეს მოხდა. ტერქტების შედეგად 30 ადგილობრივი დაშავდა, მათ შორის 11 მოზარდი. პროკურატურამ მომხდარს ტერორისტული აქტის შეფასება მისცა.
უკრაინელი სამართალდამცავები მომხდარზე გამოძიებას აწარმოებენ. ისინი 6 ვერსიაზე მუშაობენ, თუმცა, ამ დროისთვის გამოძიების კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება.
