flydubai-ს მგზავრებების რიცხვი დსთ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან რეკორდულად გაიზარდა
flydubai-ს მგზავრებების რიცხვი დსთ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან რეკორდულად გაიზარდა
11:32 29.04.2012
დაბალბიუჯეტიან არაბულ ავიაკომპანია flydubai-ს დსთ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მგზავრთა რეკორდულად დიდი რაოდენობა გადაყავს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის მარტამდე დსთ-ს, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Flydubai კვირაში 78 ფრენას 13 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. ავიაკომპანიის თვითმფრინავები დსთ-ს, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, რუსეთში, სერბეთში, თურქმენეთსა და უკრაინაში დაფრინავენ.
გასულ წელს დუბაისა და რუსეთს შორის 245 050 მგზავრმა იმოგზაურა, წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 46.53 %-ით გაიზარდა და 359 066 მგზავრი შეადგინა. ეს ზრდა მნიშვნელოვანწილად ყაზანის, უფას, სამარას, ეკატერინბურგის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით რეისების დანიშვნამ განაპირობა.
Flydubai- ს ასევე სპარსეთის ყურეში ლოკალურ ავიაგადამზიდავებს შორის ყველაზე დიდი ქსელი გააჩნია. ავიაკომპანია საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, ქუვეითში, ომანსა და ყატარში კვირაში 424 ფრენას ახორციელებს.
არაბული ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე 2011 წლის ნომბერში შემოვიდა.





ბეჭდვა