7 მგზავრი დაიღუპა და 39 დაშავდა იაპონიაში, დედაქალაქ ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთით მომხდარი ავარიის შედეგად.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელსაც 45 მგზავრი გადაჰყავდა, საავტომობილო
ტრასის გზისპირა კედელს შეეჯახა.
გარდაცვლილთაგან 6 ახალგაზრდა ქალია. 13 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. დაშავდა ავტობუსის 43 წლის მძღოლიც.
