უკრაინის სასამართლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესს 21 მაისს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC“ ავცელებს.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, დღეს ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუში დაუდგენელი მიზეზით გადაიდო.
უკრაინის ყოფილ პრემიერს გადასახადების დამალვასა და ერთ მილიონ აშშ დოლარის გაფლანგვას ედავებიან.
სასამართლო პროცესს თავად იულია ტიმოშენკო გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.
ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობას დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერიც გამოეხმაურა.
გერმანიის კანცლერმა, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ტიმოშენკოს გერმანიაში მკურნალობასთან დაკავშირებით ნებართვა სთხოვა.
