მოქალაქეები რომლებიც აფეთქების მომწყობ პირთა დაკავებაში წვლილს შეიტანენ, ჯილდოდ 2 მილიონ უკრაინულ გრინვას მიიღებენ.
ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააკეთა.
დნეპროპეტროვსკში გუშინ მომხდარი რამდენიმე აფეთქების გამო, უკრაინაში უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია.
ტერაქტების სერიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა.
ტერაქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვჩმა მოინახულა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, განხორციელებული აფეთქებების სერიაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პიროვნება უკვე დაკავებულია.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულის ვინაობასთან დაკავშირებით.
